saqarTvelos tbebi - patara bebesiris tba

მდებარეობა გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°39`42` ჩ. გ. 41°36`51` ა. გ.
ფართობი 0,09 კმ²
მოცულობა 225 100 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 1.1 მ
მაქსიმალური სიღრმე 1.8 მ
აუზის ფართობი 1.02 კმ²

 

ტბა საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ოქუმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 14,4 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², აუზის ფართობი 1,02 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ. წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.